ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოები, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
პროექტის პირველ ეტაპზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა, მეორე ეტაპზე კი გამგეობა გზის საფარს აახლებს. შედეგად, ერთკილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო იქნება.
გარდა ამისა, წერეთლის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასთან და მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად გაეცნო.

