23 მაისს 16:00 საათზე გაიმართა საერთაშორისო საჯარო დებატი საქართველოში, სასტუმროში თბილისი ბილტმორი. პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, უცხოელი სტუმრები ეწვიენ დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტს. ვიზიტის მიზანი იყო, რომ საერთაშორისო ტრენერები გაცნობოდნენ დებატების ეროვნული ინსტიტუტის მუშაობას, რათა სხვა ქვეყნებს გაუზიარონ საქართველოს მიღწევები.  

სტუმრებთან ერთად საჯარო დებატში ძირითადად ჩაერთვნენ ის მოსწავლეები, რომლებიც პროექტის ფარგლებში, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ეუფლებოდნენ დებატების ტექნიკას დებატების სკოლასა თუ კლუბებში.

პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, დებატების კლუბები უკვე ფუნქციონირებს კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში. ასევე აქტიურად ისწავლება დებატები, როგორც არჩევითი საგანი, საქართველოს სკოლაში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი ქართველი მოქალაქის განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

დებატებისა და განათლების ინსტიტუტი მრავალი წელია საგანმანათლებლო სისტემაშია ჩართული და ზრუნავს ეროვნული ღირებულებებისა და სრულფასოვანი მოქალაქეებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების განვითრებაზე, რომელიც ყველა პროფესიის ადამიანს ნებისმიერ სფეროში საუკეთსოდ ადაპტაციას შეუწყობს ხელს.