დღეს სმარტფონი ბავშვისთვის მხოლოდ გასართობი ან საკომუნიკაციო საშუალება აღარ არის. ის შეიძლება ყველაზე საიმედო „პირად მცველად“ იქცეს. Lumex-ი აქცევს ტექნოლოგიას რეალურ ფიზიკურ უსაფრთხოებად, რომელიც ყოველთვის ბავშვის ჯიბეშია. თუკი აქამდე ტელეფონი მხოლოდ სალაპარაკოდ ან სოციალური მედიისთვიის გჭირდებოდათ, Lumex-თან ერთად ის თქვენი შვილის დაცვის გარანტია ხდება.
4 გადამწყვეტი ფუნქცია, რის გამოც Lumex-ის აპლიკაცია ყველა მოზარდის მობილურში უნდა იყოს:
1. „ჭკვიანი“ SOS ღილაკი და მყისიერი კავშირი
ეს არ არის უბრალო შეტყობინება. საგანგებო ღილაკზე ერთი დაჭერით ირთვება მთელი ჯაჭვური რეაქცია: სიგნალი წამებში მიდის მშობელთან,დაცვის სამსახურთა და გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟთან. ბავშვს არ სჭირდება დარეკვა ან ახსნა, სად არის - სისტემა ყველაფერს ავტომატურად აკეთებს.
2. ნდობაზე დაფუძნებული ლოკაციის კონტროლი
ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხოება ნდობას უნდა ეფუძნებოდეს. Lumex-ის მეშვეობით მშობელი უგზავნის ბავშვს ლოკაციის მოთხოვნას, ბავშვი კი მას თავად ადასტურებს. ეს ფუნქცია გამორიცხავს ფარული „თვალთვალის“ უსიამოვნო განცდას და ბავშვს აჩვევს პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე.
3. 3-წუთიანი გარანტირებული რეაგირების წესი
Lumex-ის მთავარი უპირატესობა მისი უწყვეტობაა. თუ საგანგებო სიგნალის დროს მშობელი 3 წუთის განმავლობაში ვერ პასუხობს ჩვენს ზარს, ოპერატორი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და ეკიპაჟი ბავშვის ლოკაციაზე მაინც გადის. ჩვენ არ ვტოვებთ ადგილს შემთხვევითობისთვის - უსაფრთხოება გარანტირებულია ნებისმიერ შემთხვევაში.
4. პროფესიონალური ეკიპაჟის ფიზიკური მხარდაჭერა
ეს არის ის, რაც Lumex-ს სხვა აპლიკაციებისგან გამოარჩევს. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ციფრული შეტყობინებით. თქვენი დასტურის შემდეგ ( 3-წუთიანი წესის საფუძველზე), შემთხვევის ადგილზე მიდის სპეციალურად მომზადებული ეკიპაჟი, არაუგვიანეს ექვს წუთში, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ფიზიკურ დაცვას.
ჯერ კიდევ ფიქრობთ?
საკუთარი გამოცდილება ნებისმიერ არგუმენტზე ძლიერია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გაძლევთ საშუალებას სრულიად უფასოდ გამოსცადოთ სისტემის ეფექტურობა: ისარგებლეთ Lumex-ის აპლიკაციით ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ და ბონუსად მიიღეთ პირველი საგანგებო გამოძახება საჩუქრად.
გახსოვდეთ, Lumex-თან ერთად თქვენი შვილი არასდროს არის მარტო. გადმოწერეთ აპლიკაცია დღესვე და აქციეთ შიში სიმშვიდედ.

