თიბისიმ, მომხმარებელთა ყოველდღიურობისგასამარტივებლად, კიდევ ერთი ახალი პროდუქტიდანერგა - მობაილბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებსსაერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება უკვეფილიალში ვიზიტის ან ვებ-ბანკში შესვლის გარეშე, პირდაპირ მობილური აპლიკაციიდან შეუძლიათ.
საერთაშორისო გადარიცხვები ხელმისაწვდომია უცხოურვალუტაში და პროცესი მომხმარებლის კომფორტზემაქსიმალურად არის მორგებული- მას აღარ უწევსდამატებითი მონაცემების ხელით შეყვანა, რადგანსისტემა ავტომატურად აიდენტიფიცირებს ბანკის კოდს, სახელსა და ქვეყანას.
მომხმარებელს ასევე შეუძლია დანიშნულების მითითებაროგორც შაბლონურად, ისე საკუთარი ტექსტით. საჭიროების შემთხვევაში კი, სისტემა ავტომატურადგანსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციის ანდოკუმენტაციის მოთხოვნას.
მობაილაპში ხელმისაწვდომია გადარიცხვის ორი ტიპი:
• გარანტირებული - ამ ტიპის გადარიცხვის არჩევისასმომხმარებელი წინასწარ იხდის საკომისიოს, რადგანმიმღებმა გარანტირებულად სრულად მიიღოს მის მიერგადარიცხული თანხა და მას არ მოუწიოს საკომისიოსგადახდა.
• არაგარანტირებული - ამ ტიპის გადარიცხვას არ ემატებასაკომისიო, თუმცა ის რომ მიმღები სრულად მიიღებსგადარიცხულ თანხას გარანტირებული არ არის. გადარიცხვისას შესაძლებელია, ჩამოიჭრას შუამავალიბანკის საკომისიო.
გადარიცხვის დეტალური ინსტრუქციისა და პირობებისსანახავად გადადით შესაბამის ბმულზე.
საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელებაშესაძლებელია ნებისმიერ დროსა და ადგილას - მხოლოდმობილური ტელეფონით.
მომხმარებლებისთვის სწრაფი, მოქნილი და მათსაჭიროებებზე მორგებული საბანკო გამოცდილებისშესათავაზებლად, თიბისი მუდმივად ავითარებს დაამარტივებს ციფრულ სერვისებს.

