„თელასის“ ტექნიკური სამსახურები და ქოლცენტრი საგანგებო რეჟიმში მუშაობს დედაქალაქის ქსელში ავარიების ოპერატიულად აღმოსაფხვრელად.
როგორც „თელასის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღის განმავლობაში, ავარიული სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.
„ქოლცენტრი იღებს მომხმარებლების ინფორმაციას ლოკალური ავარიების შესახებ, ასევე კომპანია დაზიანებების შესახებ ინფორმაციას იღებს მერიის შესაბამისი სამსახურებიდან.
13:00 საათისათვის ტექნიკური სამსახურების მიერ აღდგენილია დიღმის რაიონში 30 000 მომხმარებლების ელექტრომომარაგება, ასევე სოლოლაკის და ვარკეთილის რაიონების 28 000 მომხმარებლის ელექტრომამარაგება.
ავარიული რჩება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები მთაწმინდა 1 და მთაწმინდა 2, მიმდინარეობს ხაზების შემოწმება დაზიანების ადგილის დასადგენად.
ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ვაკისა და მთაწმინდის 70 0000 მომხმარებელს.
„თელასის“ ტექნიკური სამსახურები მობილიზებულია და გადასულია 24-საათიან რეჟიმში ავარიების ოპერატიულად ლიკვიდაციისათვის.
დღის განმავლობაში, ავარიული სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

