ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა. შეხვედრა საქართველო - თურქეთი - აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მე-7-ედ ჩატარდა და მასში 400-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა,ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ვაჭრობის სფეროში. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2025 წელს თურქეთი პირველი იყო როგორც უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტები, მათ შორის,თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში - 2025 წელს საჰაერო გზით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14პროცენტზე მეტით გაიზარდა, ასევე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო ჩართულობით საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქები საჰაერო გზით დაუკავშირდა ერთმანეთს. მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე თბილისისა და ბათუმისvაეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავჯორჯიასთან“, რომელმაც 2027 - 2031 წლებში დედაქალაქის არსებული საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ხელი უნდა შეუწყოს მგზავრთნაკადის 10 მლნ  მგზავრამდე გაზრდას.

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს მსხვილ სატრანსპორტო - ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთების მოზიდვას. ხაზი გაესვა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტსაც, რომელიც უახლოეს მომავალში ოფიციალურად ამოქმედდება და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში დაკავშირებადობის გამყარების კუთხით. 

მინისტრები ასევე შეეხნენ თანამშრომლობას სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის კუთხით.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ტურიზმის სექტორში - 2025 წლის მონაცემებით თურქეთი მეორეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, თამარ იოსელიანი და ირაკლი ნადარეიშვილი.