ვაკეში, თამარაშვილის N10-ში, შიდა ეზოს გზის საფარი განახლდა. საგზაო ინფრასტრუქტურა, დაახლოებით, 1500 კვ.მ ფართობზე მოეწყო. ასფალტის საფარის დაგებამდე, ტერიტორიაზე წყალარინების შიდა ქსელი მოწესრიგდა. კერძოდ, გამოიცვალა მილები და ჭები. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად, მოსახლეობის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა.

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.