საქართველოში საავიაციო სექტორი სწრაფად ვითარდება და იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ეროვნულ კანონმდებლობაში, ისე ჩვენი ჩართულობა საერთაშორისო საავიაციო პროცესებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე რეგიონთაშორისი სემინარის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

მისი განცხადებითსაქართველოში ICAO-წარმომადგენლობითი სემინარის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებსრომ საქართველო აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში.

მსგავსი ტიპის სემინარები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას დაშესაბამისადამ სისტემების ადგილობრივ დონეზე ადაპტირებასამასთანავეჩვენ ICAO-სთვის საიმედო პარტნიორს წარმოვადგენთრაც საერთაშორისო აუდიტების წარმატებით განხორციელებამაც დაადასტურაამ მხრივ საყურადღებოარომ სააერონავიგაციო მომსახურების ზედამხედველობის მაჩვენებლები საგრძნობლად გაუმჯობესდა - 62-დან 96 პროცენტამდე გაიზარდარაც გლობალურ პრაქტიკასთან მიმართებით დაახლოებით 34-პროცენტიან წინსვლას გვაძლევს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმითსაქართველოში საავიაციო დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება.

„2025 წელს ამ მიმართულებით საგრძნობლად მაღალი მაჩვენებლები გვქონდამგზავრთნაკადი წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავადსაავიაციო დარგში მზარდი დინამიკა ნარჩუნდებაახალი მიდგომების დანერგვა გვეხმარება, მუდმივად ვპასუხობდეთ საერთაშორისო სტანდარტებსჩვენ აქტიურად ვავითარებთ საავიაციო ინფრასტრუქტურასრისთვისაც თანამედროვე სისტემების ათვისებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვსეს სემინარი კირა თქმა უნდახელს შეუწყობს მსგავსი ტექნოლოგიების საქართველოში სწრაფად ინტეგრირებას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს  ორგანიზებითსამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის (EUR/NAT) და ახლო აღმოსავლეთის (MID) რეგიონთაშორისი სემინარი იმართებაღონისძიება საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) აქტუალურ საკითხებს ეთმობა

სამდღიან სემინარში მონაწილეობენ დელეგატები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებიდანსააერნაოსნო მომსახურების საწარმოებიდანასევე მოწვეული სტუმრები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიდანსაჯარო უწყებებიდან და ავია საწარმოებიდან.