ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქავთარაძის ქუჩის N51-ის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
კომბინირებული სივრცე 1535 კვ. მეტრ ფართობზე განთავსდება.
ამჟამად, სივრცეში ხეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს.
პროექტის მიმდინარეობისას ტერიტორიაზე
დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. დასასვენებელი სივრცე განათდება და გამწვანდება.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად შეხვდა.

