თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს შეხვდა, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს, ტიმ დევოლდერს შეხვდა. შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

შეხვედრა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორიაზე შედგა, სადაც თამარ იოსელიანი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, ტალღმტეხის არხის მოსაწყობად მიმდინარე ფსკერდაღრმავების სამუშაოებს გაეცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ყველა ძირითადი კომპონენტის გათვალისწინებით მიმდინარეობს. მხარეებმა იმსჯელეს შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე, ტექნიკურ პროცესებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს პროექტის შეუფერხებელ და დროულ განხორციელებას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ.