განათლება გამარჯვებაა! სწორედ ამ რწმენით აგრძელებს თიბისი – ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი – ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერას საერთაშორისო ტექნოლოგიურ ასპარეზზე. ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს ეროვნული ხელოვნური ინტელექტის ნაკრების წარმატებული გამოსვლა ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026), რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა.
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების წარმატება IOAI 2026-ზე:
საერთო შედეგი: 8 ჯილდო (2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და 1 საპატიო სიგელი) და მე-7 ადგილი 109 ქვეყანას შორის.
მედალოსნები და გამარჯვებულები
ოქროს მედალი:
ნიკოლოზ გეგენავა – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
გიორგი მაისურაძე – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
ვერცხლის მედალი:
ნიკოლოზ ყიფშიძე – 136-ე საჯარო სკოლა
ანტონ ინგოროყვა – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
მათე რეხვიაშვილი – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
ბრინჯაოს მედალი:
ლუკა ბერიკელაშვილი – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
ნიკოლოზ კილაძე – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
საპატიო სიგელი:
გიორგი ცქიტიშვილი – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
მომზადება და ორგანიზატორები
მწვრთნელები: შოთა ელყანიშვილი (მთავარი მწვრთნელი), ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე (თანახელმძღვანელები).
მხარდაჭერა და ორგანიზება: ნაკრებმა მრავალთვიანი მომზადება გაიარა საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე შექმნილ ტექ ოლიმპიადების ჰაბში, თიბისის მხარდაჭერით.