1. თუ “უზრდელი ვარ”; 2. თუ ჩემს დანახვაზე “პულტს ეძებ”, რომ გადართო; 3. თუ “ადამიანები მძულს”; 4. თუ “გემოვნებაში არ ვჯდები”; 5. თუ “სისხლიანი 9 წელი”; 6. თუ; 7. თუ; 8. თუ
ის რაღატომ გწყინთ, რომ target voter-ად (პოტენციურ ამომრჩევლად) არ მიმაჩნიხართ და მკიდია თქვენი აზრი ჩემს შესახებ? რა გატირებთ? შანტაჟის იარაღის ჩამორთმევა გატირებთ? - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ჩემს პოტენციურ ამომრჩევლად განვიხილავ ადამიანებს:

1. ვინც ლიბერალობას და პატრიოტობას სალანძღავ სიტყვებად არ თვლის
2. ვისთვისაც რელიგიურ/ეთნიკურ/ეკონომიკური პოპულიზმი წითელი ხაზია.
3. ვისთვისაც რუსეთი მტერია, რომელმაც ქართველების გენოციდი ჩაიდინა
4. ვისთვისაც კრიტიკის მიღმა არავინაა.
5. ვისაც ჩემს დანახვაზე გული არ ერევა
5. ვისაც ჰესები ქართული ეკონომიკისთვის აუცილებელი ჰგონია
6. ვინც კაპიტალისტია…
7. ვისაც
8. ვისაც …

ხოდა რავი, ვინც ასე არ თვლით, იმათ ჩემს აუდიტორიად არ გთვლით, რა გრჯით რომ მაწუხებთ და მერე მოთქვამთ?
რამე გთხოვეთ? ან რამეს დაგპირდით?
ვინც პასუხობს თქვენს მოთხოვნებს, ის დააშანტაჟეთ, იმას მიეცით ხმა, იმას მოთხოვეთ პასუხიც  
რატომ ბრაზობთ?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.