ფოთში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 47 წლის ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა.ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ინფორმაციით დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე.მუხლით მიმდინარეობს.