„ექსპო ჯოპრჯიას“ მე-6 პავილიონში, პროექტისთვის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ მოწყობილ სცენაზე, სხვადასხვა თაობის 30 მსახიობი მონაცვლეობით წარადგენდა ქართულ და უცხოურ წიგნებს. თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე, ოთხი დღის მანძილზე, არტისტებმა 50-ზე მეტ გამოცემასა და ავტორზე ისაუბრეს და უფრო ახლოს გააცნეს ჩვენი დროის ლიტერატურა ფესტივალის სტუმრებს.  მსახიობებთან ერთად ფესტივალის სცენას  წიგნის მოყვარული მოზარდებიც შეუერთდნენ - ლიტერატურული კლუბის „წიგნების თაობას“ , „ლეტერატოს“,  სამუსიკო სემინარიისა და ა(ა)იპ „ჩვენი სკოლის“  წევრები.

სილქნეტის მხარდაჭერით,  ყოველწლიურად, მსახიობები ერთიანდებიან ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით. სულ უფრო მეტ წიგნის მოყვარულს ეძლევა შესაძლებლობა დაინტერესდნენ იმ ლიტერატურით, რასაც ხელოვანები ურჩევენ მკითხველს. წელს წიგნებს წარადგენდნენ მსახიობები: ანა ნიკოლაშვილი, ანა ტყებუჩავა, კახა კინწურაშვილი, ბაია დვალიშვილი, ქეთი ხიტირი, გიორგი შარვაშიძე, მანანა კაზაკოვა, მარიამ ჯოლოგუა, თიკა ლაღიძე, ნატო მურვანიძე, თაკი მუმლაძე, ზაალ ჩიქობავა და სხვები. ხელოვანები პროექტის გარშემო მსახიობმა ნინო კასრაძემ გააერთიანა.

მნიშვნელოვანია, რომ  საფესტივალო დღეების ჩანაწერებს კომპანია SilkTV-ის ვიდეოთეკაში განათავსებს და თითოეული გამომსვლელის წარდგენა მალე  სილქ - პლატფორმებზე უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ეს ჩანაწერები სილქნეტის განახლებად ვიდეოთეკაში ხვდება, როგორც SilkTV-ის სერვისზე, ისე აპლიკაცია SilkGo-ზე და ვებ გვერდზე silktv.ge

შემეცნებითი ლექციებით და პოდკასტებით მდიდარ ვიდეოთეკაში, მსურველი  გაეცნობა პროექტის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ გასული წლის ჩანაწერებსაც. 

საფესტივალო სცენა წელს პირველად დაეთმო ჟურნალ National Geographic საქართველოს წარდგენას. მსახიობებმა საერთაშორისო ჟურნალის ქართულ ნომრებზე და ცალკეულ სტატიებზე ისაუბრეს. პროექტში ჩართულ თითოეულ გამომსვლელს კომპანია საჩუქრად გადასცემდა ჟურნალის ნომრების ნაკრებს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჟურნალის  ცნობადობა და ახალგაზრდა თაობის ინტერესი.

უკვე 10 წელია, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, საერთაშორისო ჟურნალი National Geographic ქართულ ენაზე გამოიცემა და შესაძლებლობას აძლევს მკითხველს გაეცნოს მსოფლიოში მიმდინარე არქეოლოგიური, სამეცნიერო თუ სოციალური თემატიკის სიახლეებს, თვალი ადევნოს სამყაროში არსებულ ყველა აქტუალურ მოვლენას. სილქნეტისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვა - განსაკუთრებით განათლებასა და შემეცნებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ მიზნით, კომპანია რამდენიმე პროექტს ახორციელებს. 

სასურველი მოწყობილობით, აპლიკაცია SilkGo-ზე, ვებზე silktv.ge ან SilkTV-ის სერვისით, მომხმარებლისთვის ხემისაწვდომია  კიდევ ერთი ახალი პროექტი,  რომელსაც სულ ახლახანს, 

National Geographic საქართველოსა და კომპანია სილქნეტის თანამშრომლობით ჩაეყარა საფუძველი.  ჟურნალში გამოქვეყნებულ ქართველი ავტორების მასალებს სილქნეტის „ვიდეოთეკა“ აუდიო ფორმატით სთავაზობს დაინტერესებულ მსმენელს. სტატიების  „აუდიო ვერსიებს“ მსახიობები კითხულობენ. ეს პროექტიც უფასოდ ხელმისაწვდომია სილქ პლატფორმებზე.