საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე რეგიონულ ეტაპს გუდაური 15-16 მარტს უმასპინძლებს. ახალგაზრდა სპორტსმენები„კუდების“ ფერდობზე სამ ასაკობრივ ჯგუფად (2008-2012წწ) იასპარეზებენ. 

თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის და აჭარის გუნდები სლალომსა და გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.  

საქართველოს თასის გათამაშების რეგიონული ეტაპები სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თიეი“) -ს თანაორგანიზებით  და სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერით იმართება.

სამთო კურორტებზე საქართველოს თასის გათამაშების ჩატარებას ყველა ეტაპზე  ხელს უწყობენ სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობები. გუდაურის ეტაპის სათანადო ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულები დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები, მცხეთა-მთიანეთის გამგეობა.

მეოთხე ეტაპის შემდეგ, გუდაური უკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის მოემზადება. ის მოთხილამურეები, რომლებიც საქართველოს თასის გათამაშების რეგიონულ ეტაპებზე  მაღალრეიტინგულ ქულებს დააგროვებენ,   2025 წლის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატი გუდაურში 4-7 აპრილს, სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდება. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.