2025 წელი წარმატებულად დაიწყო „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისთვის“. წლის დასაწყისიდან ფონდში შემოწირულებების ჯამმა 600 500 ლარამდე შეადგინა, საიდანაც 300 000 ლარი სილქნეტის ტრადიციული დონაციაა, ხოლო დანარჩენი - სხვა კერძო და ფიზიკური პირების შემოწირულობა.
ფონდმა 22 ბენეფიციარს გაუწია დახმარება. განსაკუთრებით ინტენსიურად დაფინანსდა არასრულწლოვანი შვილების სამედიცინო, საგანმანათლებლო საჭიროებები და ასევე, ბენეფიციართა პროფესიული გადამზადების კურსები; ჩატარდა ოპერაციები, საზღვარგარეთ პროთეზირება და სამედიცინო კვლევა:
საზღვარგარეთ თვალის პროთეზირება (50%-იანი თანადაფინანსება) - 6 036 ლარი
საზღვარგარეთ კვლევები - 4 166 ლარი
ოპერაცია - 720 ლარი
მედიკამენტები - 2 340 ლარი
სამედიცინო მომსახურება - 750 ლარი
ბენეფიციართა მეუღლეების დახმარება - 5 623 ლარი
ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილების დაფინანსება - 18 946 ლარი
პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება - 2 823 ლარი
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს სილქნეტის დამფუძნებლების ინიციატივით დაარსდა. კომპანია ფონდის მთავარი დონორი გახდა. წლების განმავლობაში ფონდი ასობით დაჭრილ მებრძოლს დაეხმარა ჯანმრთელობის, ადაპტაციისა და პროფესიული გადამზადების კუთხით.
გასული წელი განსაკუთრებით პროდუქტიული იყო. ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებს ფონდმა 1 097 000 ლარი მოახმარა. უპრეცედენტო იყო, ასევე, სილქნეტის დონაციაც, რამაც 781 000 ლარი შეადგინა ნაცვლად ტრადიციული 300 000 ლარისა. ფონდი მხარში უდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე მათ არასრულწლოვან შვილებს და მეუღლეებს.
ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, შეუერთდეს ქველმოქმედებას და ფონდთან ერთად, მხარში დაუდგეს დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს.
დონაცია შესაძლებელია:
ფონდის ვებ გვერდიდან - www.wwsf.ge საბაკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
აქტიურია საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771 (1 ზარი - 1 ლარი)
ფონდი მადლობას უხდის ყველა შემომწირველსა და მხარდამჭერს.
გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!