შვეიცარია უკრაინას ციფრული სერვისების განსავითარებლად 65 მლნ დოლარს გამოუყოფს. აღნიშნული თანხებს უკრაინა 4 წლის განმავლობაში მიიღებს.

"ამ გზით, შვეიცარია ხელს უწყობს უკრაინაში დემოკრატიულ რეფორმებს დიგიტალიზაციის გზით და ამავდროულად ზრდის სამთავრობო სერვისების გამჭვირვალობას. ორივე სფერო გადამწყვეტია უკრაინის აღდგენისთვის", - ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაფინანსება ომით დაზარალებულ რეგიონებში განხორციელებულ პროექტებს მოხმარდება. პრიორიტეტული სფეროები ჯანდაცვასა და განათლებას მოიცავს.