18 მაისს, 10:00 საათზე, "გარდენ ჰოლში", „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასიციაციის“ ეგიდით, რიგით მეორე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართება თემაზე "მკურნალობის თანამედროვე ტენდენციები ენდოკრინული, ნეიროენდოკრინული და ონკოლოგიური პათოლოგიების თანხვედრისას".

ღონისძების მიზანია, ონკო-ენდოკრინოლოგიის დარგში საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიოში უახლესი მიღწევების შესწავლა და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობა. კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან ემორის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი პროფესორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს აკრედიტირებულ სერთიფიკატებთან ერთად შესაბამისი უსგ ქულებიც გადაეცემათ. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, აუცილებელია, წინასწარ გაიარონ რეგისტრაცია 2024 წლის 21 აპრილის ჩათვლით შესაბამის ბმულზე სარეგისტრაციო ფორმის შევსების მეშვეობით:

რეგისტრაცია - ონკოლოგებისთვის: https://bit.ly/3x6aMOz

რეგისტრაცია - სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3TufU6J

რეგისტრაცია - ენდოკრინოლოგებისთვის: https://bit.ly/49aBcM9

ონკო-ენდოკრინოლოგია მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ჰორმონდამოკიდებული და ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეების ეტიოლოგიას და მკურნალობის მეთოდებს. ერთის მხრივ, ასეთი დაავადებების სტატისტიკურად სარწმუნო მატება, მისი გავრცელების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემასა თუ ორგანოს, აუცილებელს ხდის, სხვადასხვა სპეციალობის მედიკოსების ჩართვას. მეორეს მხრივ, ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ონკო-ენდოკრინოლოგიის, როგორც ცალკე სამედიცინო დარგის არარსებობა განაპირობებს ონკო-ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

„საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ მიზანს წარმოადგენს პრობლემისადმი მულტიდიცსიპლინური მიდგომით, კერძოდ, ენდოკრინოლოგების, ონკოლოგიის სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტების, ონკო-ქირურგების, პათომორფოლოგების, რადიოლოგების და ქიმიოთერაპევტების მჭიდრო თანამშრომლობით სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტებზე ორიენტირებული მედიცინის ხელშეწყობა.

„საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ ორგანიზებით, პირველი და მასშტაბური საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია, 2019 წელს ჩატარდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა მსოფლიოს წამყვანმა ონკო-ენდოკრინოლოგებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები გააცნეს.

საქართველოს „ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაცია“

მის.:თბილისი,ჩიქობავას ქ.13 ტელ.:599922411

oncoendocrinologists@gmail.com