საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დაზიანებული გზების რეაბილიტაცია გეგმის და არსებული რესურსის გათვალისწინებით ხორციელდება. რაიონის სხვადასხვა უბანში საგზაო პროექტების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. 

გზის საფარი უკვე განახლდა კეკელიძის ქუჩის N7, N19 და N21-ში, ფალიაშვილის N72-ში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის N50-ში, ყაზბეგის N26-28-სა და ქუთათელაძის N4-ში. გარდა ამისა, შიდა ეზო და ტროტუარები მოწესრიგდა ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N10-ის, N21 და N25-ის მიმდებარედ, ასევე საზგაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა ნადირაძის ქუჩაზე.

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, საგზაო პროექტი ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N1-ის და III კცარტლის N4-8 მიმდებარედ ხორციელდება. ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N4-5 კორპუსებთან კი, ადგილობრივი მოსახლეობის მომართვის საფუძველზე, ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები ჩატარდა.