საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, I კვარტალში საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ 586 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით. გასვლების უდიდესი ნაწილი 46.3% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

რაც შეეხება ვიზიტორების გასვლებს, საქსტატის ცნობით, I კვარტალში მათმა რაოდენობამ 448.4 ათასი შეადგინა, რაც 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში [2023 I კვარტალში] ყველაზე მეტი ვიზიტი (38%) საყიდლების მიზნით განხორციელდა, მეორე ადგილს [29.6%] მეგობრების/ნათესავების მონახულება იკავებს.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 234.1 ათასი და 64.3 ათასი ვიზიტი. I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 372.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 30.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 37%-ით შემცირდა და თითქმის 831 ლარი შეადგინა.