მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშეა, მათ შორის გლობალური დათბობა და ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების მოძიება. რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში?- გვესაუბრება საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი დავით მირცხულავა.

ბატონო დავით ამას წინათ სატელივიზიო გამოსვლაში თქვენ ისაუბრეთ იმ პრობლემებზე ,რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს მოუწევს დაძლევა, რათა ნორმალურად და საიმედოდ  იფუნქციოს და ისევ თქვენ დაგესესხებით „ქართული ენერგეტიკის 21 საუკუნის პროექტმა“ შავი ზღვის კაბელმა, რომელიც ჩვენ ენერგეტიკულ სექტორს პირდაპირ აკავშირებს ევეროპულ ელექტროენერგეტიკულ ბაზართან. გთხოვთ განგვიმარტოთ რა სირთულეებთან, გამოწვევებთან  გვექნება საქმე.

ეს პროექტი, რომელზეც ხშირად მინდა გავიმეორო, რაც ძალიან საამაყოა „ქართული“ პროექტია იდეიდან დაწყებული და ასე შემდეგ,  მართლაც ისეთი მნიშვნელობის პროექტია, რომელსაც სამართლიანად შეიძლება ეწოდოს  21 საუკუნის  მთავარი პროექტი ქართული ელექტროენერგეტიკისათვის. მოგეხსენებათ ის  თვალისწინებს მწვანე ენერგიის მიწოდებას სამხრეთ კავკასიიდან და არა მარტო,  ევროპული ელექტროენერგიის ბაზრისთვის   და პირიქით  ევროპული ელექტროენერგიის მიღების  საშუალებას ამ რეგიონში ( საათობრივი სარტყლების მიხედვით ელ.ენერგიის ფასთა სხვაობის ბენეფიტი, სხვადასხვა დროს მოხმარების პიკები და ასე შემდეგ) გამოყენება. მაგალითად ღამის საათებში ევროპაში ელექტრო ენერგიის ღირებულება ძალიან დაბალია ხოლო ეს ემთხვევა ჩვენ დილის მოხმარების პიკს და ასე შემდეგ)აღნიშნული პროექტი აშკარად წარმოშობს ახალ გამოწვევებს ქართული ენერგეტიკისათვის. ერთ ერთი სხვა მრავალთაგან, რაზეც ვისაუბრე არის დიდი მოცულობით  განახლებადი ენერგიის  წყაროების , ქარის მზის ინტეგრაცია ენერგო სისტემაში, რაც ძალიან დიდ სირთულეა და მისი დაძლევისათვის უდიდესი როლს იძენს  ჰიდროენერგეტიკის პოტენციალის ათვისება  განვითარება,აუცილებელი და უფრო აქტუალური დღეს ვიდრე არასდროს წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა და რაც განსაკუთრებულია ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურების შექმნა. ჰიდროენერგეტიკა  ხელს უწყობს ქარის და მზის ენერგიის ინტეგრაციას ქსელში მისი გენერირების მოქნილობისა და შენახვის პოტენციალის გამო. მოქნილობა არის ყველა ენერგეტიკული სისტემის  მოთხოვნა და ბოლო წლებში მზარდი ყურადღება ეთმობა მის უზრუნველყოფას და მართვას, ჰიდროენერგეტიკის  ეს ბუნებრივი სერვისები ენერგო სისტემებისათვის  არის და იქნება შეუცვლელი არა მარტო ჩვენთან განსაკუთრებით სადაც ამის ჰიდროპოტენციალი  არსებობს, არამედ   ასეა ევროპასა და მთელ მსოფლიოში  სასურველი ენერგეტიკული გადასვლის  მიზნების   მიღწევის გზაზე ჰიდოენერგეტიკა ხდება და გახდა შეუცვლელი. ამაზე მეტყველებს უამრავი ახალი პროექტი განსაკუთრებით ჰიდრომააკუმულირებელი ჰესების იმ ქვეყნებში სადაც ჰიდროპოტენციალი ათვისებულია 90% ზე მეტად, მაგალითად შვეიცარიაში.

ჰიდროენერგეტიკა, მისი სწრაფი რეაგირებისა და სიმძლავრის სწრაფი გაზრდის  შესაძლებლობების გამო, წარმოადგენს მნიშვნელოვან მეტად ფასეულ  აქტივს სისტემის ოპერატორებისათვის, სისტემის დისპეჩერიზაციისათვის, მისი  მოქნილობა იქნება საშუალება ელექტრო ქსელის ბალანსირებისთვის მეტად ცვლადი დიდი რაოდენობით ქარის და მზის გენერაციის არსებობის პირობებში,  ჩვენ შემთხვევაში ქარის და მზის სიტემების ინტენსიური განვითრება (განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით) სახელმწიფო ელექტრო სისტემისათვის ეს დიდი და ურთულესი  გამოწვევაა. სწორედ ჰიდროელექტროსადგურების მიერ წყალსაცავიანი და  ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების მიერ ამ  მომსახურების გაწევის უნარი მნიშვნელოვნად გაზრდის მათ ღირებულებას ჩვენი ენერგოსისტემისათვის, ეს სადგურები იქნებიან უალტერნატივო   ელექტროსადგურები  და საშუალებას  მისცემს ენერგიის ცვლადი განახლებადი წყაროების მზის და ქარის გაზრდილი მოცულობებით  ინტეგრირებას საქართველოს  ენერგოსისტემაში.

 თქვენ ამბობთ აუცილებელია ახალი  ქარის და მზის  სიმძლავრეების ათვისებისათვის მეტი წყალსაცავიანი და ჰიდრომააკუმულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. როგორც აღნიშნეთ სწორედ მათი მოქნილობა,მანევრირების უნარია განმსაზღვრელი განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისათვის.

უამრავ წარმატებულ ქვეყანაში გაცხადებული სრულ დეკარბონიზაციის გზაზე 2050 წლისათვის,  ცვლადი განახლებადი ენერგიის ქარი, მზე  გენერაციების სწრაფი განვითარება იწვევეს   ამ  ქვეყნებში ელექტროენერგიის სისტემაში ამ მნიშვნელოვნად დიდი ცვალებადობის ბუნების გენერაციის წყაროების, როგორიცაა ქარი და მზე  მათი წილის მნიშვნელოვან ზრდას. ასეთ პირობებში ქსელის ოპერატორებმა, დისპეჩერმა მუდმივად უნდა დააბალანსონ მიწოდება და მოთხოვნა სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მომხმარებლისთვის მაღალი ტექნიკური პარამეტრების, ხარისხის  ელექტროენერგიის მისაწოდებლად , ხოლო ქარისა და მზის წყაროებიდან ელექტროენერგიის მზარდი გამომუშავება ენერგოსისტემაში  ზრდის ამ დაბალანსების უზრუნველყოფის  სირთულეს. ამ პირობებში გაიზრდება მოქნილი, მეტად მანევრული  და კონტროლირებადი ენერგიის  მიწოდების საჭიროება. სწორედ კონტროლირებადობის ასპექტშია, რომ წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურები (ჰესები) პოულობენ ახალ სივრცეს, ახალ განსაკუთრებულ  ფუნქციას თანამედროვე ენერგეტიკულ სისტემებში. ასეა მთელ მსოფლიოში, როგორც ვახსენეთ მრავალ წარმატებულ ქვეყანაში.

წარმოიდგინეთ შვეიცარია, რომლის ელექტროენერგეტიკულ ბალანსში ჰიდროენერგეტიკის წილი  60% აჭარბებს, აპირებს 2035 წლისათვის  ჰიდრო გამომუშავებამ შეადგინოს, ჩვენთვის ფანტასტიკური რიცხვი  37,4 ტვ/ წელიწადში. შვეიცარიაში დღეს განახლებადი ენერგიის მეტი გამოყენების წახალისების მიზნით, ჰიდროენერგიის  წარმოება გამოცხადდა ეროვნულ ინტერესად. იგეგმება ახალი ჰიდროელექტროსადგურების, არსებულის ზემოთ, მდინარეების ზედა წელში უფრო მაღალ სიმაღლეებზე დამატებითი წყალსაცავების შექმნა, ეს ახალი წყალსაცავები ღირებულია როგორც ქვედა ჰიდროელექტროსადგურების რეგულირებისათვის, ასევე დამატებით ისეთი მიზნებისათვის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გაზრდილი რისკები, როგორიცაა წყალდიდობის კონტროლი.ასეთი  ახალი პროექტია მაგალითად ბერნის კანტონში მყინვართან Kraftwerke Oberhasli AG (KWO)ჰესის მშენებლობა  177 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხლით და ამ ტიპის პროექტები საკმაოდაა . სეზონური მზარდ მოთხოვნაზე რეაგირების კიდევ ერთი ვარიანტია შვეიცარიაში  არსებული წყალსაცავების მოცულობების გაზრდა,  კაშხლის სიმაღლის გაზრდით მაგალითებიც არის შესაბამისად   კაშხლები Mouvaisin 13,5 მ გაიზარდა , Luzzone 17მ-ით ,Emosson 21,5მ-ით. მოკლედ ყველა საშუალება გამოიყენება შვეიცარიაში რათა მოხდეს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის  მაქსიმალური ათვისება.38  კაშხალზე განიხილება მათი სიმაღლის გაზრდის პროექტები. ინტენსიურად აგრძელებენ  ახალი ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების საპროექტო სქემების შემუშავებას,რადგან კარგად აქვთ გაცნობიერებული  მათი უმნიშვნელოვანესი, შეუცვლელი  როლი თანამედროვე  ენერგეტიკული სისტემების ბალანსირებაში.

რა ქარის და მზის სიმძლავრეების ინტეგრაცია იგეგმება საქართველოს ენერგოსისტემაში უახლოეს პერიოდში?

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით, იგეგმება 1270,4 მგვტ ქარის და 232 მგვტ მზის (თუმცა ალბათ სწორი იქნება 700მგვტ მზის)სადგურების ინტეგრაცია . ეს ჩვენი სისტემისათის ძალიან დიდი ციფრია აქედან გამომდინარე მანევრული,მოქნილი ენერგიის ასევე ენერგიის  შენახვისათვის ჩვენ აუცილებლად უნდა განვახორციელოთ ისეთი პროექტი, როგორიცაა ახალი პროექტი მდ. ენგურზე , რომელიც წინასწარი მოკვლევით იგეგმება ძველი განუხორციელებელი  ხუდონის პროექტიდან უფრო  მაღალ ნიშნულებზე მდინარე ენგურზე  და მისი ჯამური სიმძლავრე და წლიური გამომუშავება იქნება მეტი ვიდრე ხუდონ ჰესის პროექტის (702 მგვტ,და 1,5 მლიარდი კვტ სთ )    და არსებობს ასევე შესაძლებლლობა ამ პროექტზე დამატებით ჰიდროაკუმულიაციიური სადგურის შექმნის. ასევე განხილვა მიმდინარეობს  ენეგურჰესზე ჰიდროაკუმულიაციური სადგურის შექმნის,ენგურის კაშხლის სიღრმული წყალსაშვები პროექტი თავიდანვე  ითვალისწინებდა ჰიდროაკუმულიაციური სადგურის შექმნას ენგურის კაშხლის ქვედა ბიეფში. ასევე  მიმაჩნია  ნამახვან ჰესიც,ნენსკრა ჰესიც აუცილებლად განხორციელდება. ამას გარდა ვფიქრობ ,როგორც მრავალ წარმატებულ ქვეყანაში აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ჩვენ ძველ ჰიდროსადგურებზე ჰიდროაკუმულიაციური  ჰესების შექმნის საშუალების  შესწავლა.

რამდენად რეალურად მიგაჩნიათ განახლებადი ენერგიის გენერაციის წყაროების კერძოდ   ქარის და მზის პროექტების , ძალიან ამბიციური გეგმის შესრულება, 2015 წლიდან გორის 20,4 მგვტ სადგურის, გარდა არცერთი ქარის პროექტი არ განხორციელებულა , მზის პროექტები კი მხოლოდ ნეტო აღიცხვის მასშტაბებისაა ძირითადად ?

მიმაჩნია ეს გეგმა სავსებით რალურია,ბოლო 7-8 წელიწადშიც  ვერავინ წარმოიდგენდა  და მათ შორის მეც ,რომ საქართველოში ჯამურად ახალი 1300 მგვტ სიმძლავრის გენერაციის სადგურები აშენდებოდა და   შევიდოდა ექსპლუატაციაში,63 ახალი ჰესი, 2 თანამედროვე კომბინირებული თბოელექტროსადგური, ერთი ქარის სადგური , უამრავი მზის მცირე ზომის ელექტროსადგურები( ჯამში თითქმის 100მგვტ სიმძლავრის), ახალი გენერაციის მშენებლობის ასეთი ტემპი უპრეცენდეტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. გარდა ამისა ძალიან ყურადღებით თვალყურს ვადევნებ მრავალი ქარის პროექტის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში და მიმაჩნია ეს პროექტები ნამდვილად დროში განხორციელდება.1-2 წელიწადში მაგალითად შიდა ქართლში  უამრავ დიდი სიმძლავრის ქარის ფერმებს იხილავს ჩვენი მოსახლეობა. ფაქტია და ამას თუნდაც მეტად კრიტიკულად განწობილიც ვერავინ უარყოფს ბევრი  გაკეთდდა ბოლო წლებშიი  საინვესტიციო კლიმატის განვითარებისათვის , მისი გაუმჯობესებისათვის. თაამამად შემიძლია ვთქვა ქართული ენერგეტიკა დიდი „ნახტომისათვის“  ემზადება მწვანე გენერაციის გაზრდის მიმართულებით, ამასთან ერთად ესაა თვისობრივად ახალი , მაღალ საიმედო, გაზრდილი შესაძლებლობების  გადამცემი ხაზები , ახალი 500კვტ  ქვესადგურები წყალტუბო, იდლიანი,ვარძია და ასე შემდეგ,ახალი 500კვ და 220 გაორჯაჭვებული მაღალი ძაბვის ხაზები, სისტემის უსაფრთხოების ძალიან მაღალი მაჩვენებლები, ახალი ტექნოლოგიები  და ასე შემდეგ.  

ინტერვიუს ჩაწერამდე თქვენ ახსენეთ , რომ  წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებითაც  იძენენ ახალ ფუნქციას, გთხოვთ ამაზეც გვითხრათ რამდენიმე სიტყვა.

გლობალური დათბობის გამო, მყინვარების უმეტესობა ზღვის დონიდან 3000- 3500 მ სიმაღლეზე,  დნება. ყინულის მასის მუდმივი დაკარგვის გამო, წლიური ჩამონადენი ამ მყინვარებიდან  ამჟამად, როგორც მთელ რიგ ნაშრომებშია აღნიშნული საშუალოზე მაღალია, სავარაუდოდ, პიკს მიაღწევს დაახლოებით 2050 წელს და შემცირდება საუკუნის ბოლოსთვის. მყინვარის უკან დახევა ტოვებს ახალ,  შიშველ ტერიტორიებს მაღალ სიმაღლეებზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ევროპის მყინვარების 20%-ზე მეტი გაქრა. ანალოგიური პროცესები მიდის ჩვენთანაც კავკასიონზე. კაშხლებს და წყალსაცავებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ კლიმატის ცვლილების ადაპტაციაში: იქ სადაც გვექნება წყალსაცავები სისტემა იქნება გაცილებით მდგრადი წყლის რესურსების ცვლილების მიმართ ჩამონადენის დროში შემცირების მიმართ.წარმატებულ ქვეყნებში კაშხლები და წყალსაცავები  მაგალითად ისევ  შვეიცარიას დვაესესხები განიხილება , როგორც კლიმატის ცვლილების შერბილების კრიტიკული ინსტრუმენტი.

ბატონო დავით ამას წინათ, ესპანეთში მომხდარი წყალდიდობა, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, როგორც ესპანელი მეცნიერების კომენტარები მეტყველებს ისინი ამ მოვლენას  კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ, ჩვენთანაც არის მოსალოდნელი ასეთი მოვლლენების გააქტიურება? 

მართლაც დიდი უბედურება მოხდა ესპანეთში, ზემოთ საუბარში ავღნიშნე ,რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მყინვარებზე მიმდინარეობს ყინულის  ინტენსიური დნობა. ყინულის მასის  დაკარგვის გამო, წლიური ჩამონადენი ამ მყინვარებიდან, მათ მიერ მდინარეებში წყლის ხარჯები  ამჟამად, როგორც მთელ რიგ ნაშრომებშია აღნიშნული საშუალოზე მაღალია, სავარაუდოდ, მდინარეში წყლის ხარჯები გაიზრდება და პიკს მიაღწევს დაახლოებით 2050 წელს.ეს კი ძალიან ზრდის ამ პერიოდში  წყალდიდობების ალბათობას. ვფიქრობ ამ მოვლენას ჩვენთანაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, უნდა მოხდეს წინასწარი შეტყობინების სისტემების მოწყობა პოტენციურად მაღალი საფრთხის ზონებში.შესაძლებელია ჩვენთნაც ვიფიქროთ ,როგორც იაპონიაში „საბოს“ტიპის კაშხლების მოწყობაზე ,რათ შესაბამის მაღალი რისკის  ზონებში მოხდეს დაცვა ამ ხელოვნური ნაგებობების საშუალებით  მწყერებისაგან , სელური ნაკადისაგან. ბუნებრივი წყლის ხარჯების  ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაზე, თუმცა როგორც ამერიკელი მეცნიერების ჩატრებული სიმულიაციებმა აჩვენეს სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ჩვენთნ ნაკლებად, დაახლოვებით მხოლოდ 8 % ით შემცირდება წლიური ელ.ენერგიის გამომუშავება, რაც ბუნებრივი მაინც გასათვალისწინებელი სიდიდეა.