ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებზე უკანონო მიერთებების არაერთი ფაქტი დააფიქსირა.

შემოწმებებმა აჩვენა, რომ რიგი კომერციული ობიექტები ქსელით სარგებლობდნენ რეგულაციების დარღვევით, რაც იწვევდა წყლის დანაკარგებს, სისტემაში წნევის ვარდნას და პოტენციურ რისკებს სასმელი წყლის უსაფრთხოებისთვის.

კომპანია აგრძელებს სისტემურ კონტროლს ქვეყნის მასშტაბით და ხაზგასმით მოუწოდებს მოსახლეობასა და ბიზნესს, წყალმომარაგების სერვისით ისარგებლონ მხოლოდ კანონიერად, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომსახურების უწყვეტობა, ხარისხი და უსაფრთხოება. - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.