სილქნეტის  ახალი  მომსახურების ცენტრი, ყველაზე ხალხმრავალ, საბურთალოს „სითი მოლში“ გაიხსნა, სადაც სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს თავაზობენ მომხმარებლებს. აქ შესაძლებელია მობილურ და სახლის სერვისებზე მომსახურების მიღება, პაკეტების გააქტიურება; SIM ბარათის და ციფრული eSIM-ის, ასევე, მოდემების და როუტერების შეძენა; პორტირება სილქნეტის მობილურ ქსელში - საუკეთესო შეთავაზებით.

დარბაზში წარმოდგენილია მობილური ტელეფონის მოდელები და აქსესუარები, რომლის შეძენა, Silk Bank - სილქ ბანკი-ს უპროცენტო, 12 თვემდე გადანაწილებით არის შესაძლებელი.

სითი მოლში სილქნეტის სერვის ცენტრი (ქავთარაძის 1) ყოველდღიურად, უქმეების ჩათვლით, 10:00-22:00 საათამდე მუშაობს.

უმსხვილესი მოლის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს სილქნეტის გაყიდვების კუთხე (ვაჟა ფშაველას 70), სადაც კომპანიის მობილური პროდუქტების შეძენას, სხვადასხვა შეთავაზების გააქტიურებას და კვალიფიციურ კონსულტაციის მიღებას შეძლებთ.

ასეთი კომპაქტური, ზონირებული სივრცეები განთავსებულია: თბილისი ცენტრალში, ქარვასლაში, გლდანი მოლში, სითი მოლში, Axis Towers-ის ტერიტორიაზე. ასევე რეგიონებში:  მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრ „ზუგდიდი მოლში“, ბათუმში „შავი ზღვის მოლში“,  ქუთაისში West Point-ში; თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში (24/7).