ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად ცვლის სამუშაო პროცესებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა პროფესიისთვის. მისი სწორად მოხმარების ცოდნა კი მნიშვნელოვანი უნარია როგორც ტექნოლოგიურ, ისე სხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვის.

სწორედ ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, გოგოებისა და ქალებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მათთვის საინტერესო კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.

რომელ აკადემიებში შეგიძლია შეისწავლო ხელოვნური ინტელექტი?

პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის საინტერესო კურსი 6 პარტნიორი აკადემიიდან:

• Smart Academy - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში;

• Tbilisi School of Communication - ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, AI Agents & Automations, AI ბიზნესის განვითარებაში;

• Academy of Digital Industry - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი, AI ChatBots;

• AgileSchool - AI Automation;

• Skillwill - ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის;

• ScaleUp - ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება;

• IT აკადემია STEP - AI ინჟინერია Python;

• დიზაინ ინსტიტუტი - სამუშაო პროცესების დიზაინი AI-ს გამოყენებით;

• ელექტრონული აკადემია - ხელოვნური ინტელექტი AI.

კურსები მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, ისე მის პრაქტიკულგამოყენებას, ავტომატიზაციას, მონაცემთა მეცნიერებასა და ბიზნესპროცესებში AI ინსტრუმენტების ინტეგრაციას.

როგორ შეგიძლია მიიღო AI სტიპენდია?

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ გოგოსა და ქალს, რომელსაცხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.

სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;2. აპლიკაციების გადარჩევა;3. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

AI სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.