მქონდა პატივი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარდგენილი.
„ხაზი გავუსვი სტაბილურ პროგრესს ჩვენს თანამშრომლობაში ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისევე როგორც ტვირთბრუნვის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტრენდს. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - წერს ირაკლი კობახიძე
I had the privilege to join H.E. Li Qiang, Premier of 🇨🇳, at the opening of the 8th China International Import Expo #CIIE, where 🇬🇪 is represented as the Honored Guest Country. I highlighted the steady progress of our cooperation in trade, economy, tourism, and technology, as… pic.twitter.com/dPsA5bBOGq
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) November 5, 2025
.

