ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდა, გაფართოება, ზოგადად, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ჩვენთვის ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენაზე საქართველოს პავილიონების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

"დღეს დავათვალიერეთ ქართული პავილიონები, იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც 29 ქართული პროდუქტია წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, გაფართოება, ჩინეთის მიმართულებით, ზოგადად, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. გავესაუბრეთ ასევე ქართველ მეწარმეებს, რომლები წარმოდგენილები არიან ამ გამოფენაზე და მათი მხრიდანაც მოვისმინეთ, რომ არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ამ მიმართულებით მუშობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.