პოლონეთის სეიმი განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას "გაყინული" რუსული აქტივების კონფისკაციის შესაძლებლობას მისცემს. სხდომა 25 მაისისთვისაა ჩანიშნული.

როგორც ცვლილებათა პროექტშია აღნიშნული, პოლონეთზე ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში, რომელიც პოლონეთს პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის, რუსული აქტივები კომპენსაციის გარეშე შეიძლება, იქნეს კონფისცირებული, თუ იარსებებს ამ ქონების ხსენებული თავდასხმის დაფინანსების ან მხარდაჭერისთვის გამოყენების ალბათობა.

პოლონეთს უკვე გაცხადებული აქვს, რომ კონფისცირებულ სახსრებს უკრაინის დასახმარებლად მიმართავს.