27 ივნისს, 10:00-17:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისში“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №64ა) საგანმანათლებლო პლატფორმა  NGS-ის ფარგებში პირველი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება.

მასტერკლასს „აკადემიური ლიდერობა“, მედიცინის დოქტორი, კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორი მაია ბუწაშვილი გაუძღვება.

მასტერკლასი ახალგაზრდა სამედიცინო პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი და პასუხობს ერთ-ერთ მთავარ საჭიროებას, რომელიც პროგრამის NGS-ის ოფიციალური წარდგენისას თავად მონაწილეებმა გამოკვეთეს, რაც კვლევითი საქმიანობის, სამეცნიერო წერისა და აკადემიური განვითარების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას მოიცავს.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება კვლევის მიზნისა და ამოცანების სწორად ფორმულირების, ჰიპოთეზის ჩამოყალიბების, კვლევის დიზაინის შერჩევის, აღწერილობითი და ანალიტიკური ეპიდემიოლოგიის, ასევე კლინიკური პრაქტიკის შედეგად მიღებული მონაცემების (RWD) ანალიზისა და ინტერპრეტაციის საკითხები. პროგრამა ასევე მოიცავს მონაცემთა ორგანიზების, კვლევითი ბაზების ფორმირების, სამეცნიერო აბსტრაქტისა და პუბლიკაციის მომზადების, ასევე წარდგენის თანამედროვე მიდგომებს.

შეხვედრის მიზანია ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტების კვლევითი და აკადემიური კომპეტენციების გაძლიერება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა. შეხვედრის დასასრულს გაიმართება დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მაია ბუწაშვილთან ერთად განიხილონ საკუთარი კვლევითი იდეები და მათთვის საინტერესო პროფესიული საკითხები.

დასასრულს გაიმართება დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მაია ბუწაშვილთან ერთად განიხილონ საკუთარი კვლევითი იდეები და მათთვის საინტერესო პროფესიულ საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია.
Next Gen Specialists  (NGS) წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანია „როშის“ გრძელვადიანი საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პლატფორმას მათთვის, ვისაც სურს გახდეს დარგის ლიდერი.  პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის შეიქმნა, მიზნად ისახავს თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოებას. პლატფორმა მომავალი თაობის ექიმებს სთავაზობს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ონკოლოგიის, ჰემატოლოგიის, ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებით.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო ვებგვერდზე: www.ngs.com.ge