ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ მიხედვით,  მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე 107 ამორტიზებული ლიფტის განახლება დაფინანსდა. 

ამ დროისთვის, განახლდა 66 ლიფტი, ხოლო 41 - რეაბილიტაციის პროცესშია. 

107 ლიფტის განახლებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში, დაახლოებით, 4 600 000 ლარია გათვალისწინებული.   

კანონმდებლობის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ.

გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება. 
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის შესაბამისად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და კორპუსის საერთო საჭიროებებს ხმარდება.