საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმდინარე წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით და გეგმის თანახმად, ამ დრომდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 128 მისამართზე განხორციელდა. 

დაზიანებულ ქუჩებსა თუ შიდა ეზოებში ჩატარდა, როგორც კაპიტალური, ისე ფრაგმენტული რეაბილიტაცია, მოეწყო გზის ახალი საფუძვლები, ბორდიურები და დაიგო ასფალტის საფარი. შედეგად, განახლებულ ტერიტორიებზე გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა. კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრიმ“ განახორციელა, ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოები კი - შპს „სუხომ“.