„უკვე დაწყებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ძირითადი სადგურის ეტაპობრივი განახლება - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ინფრასტრუქტურა პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და ადამიანების რეალურ საჭიროებებს., - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს რკინიგზის„ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, საქართველოს რკინიგზისისტორიული განახლების პროცესი იწყება, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნისკომპანიას.
„2026–2028 წლებში, დამოუკიდებელისაქართველოს ისტორიაში პირველად, ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივოპარკის სრულ განახლებას - 50 ახალილოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენას. ამმიმართულებით გათვალისწინებულია 1მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია. აღნიშნული ინვესტიცია მოგვცემსშესაძლებლობას, ქვეყნის გადაკვეთის დროშევამციროთ 24 საათიდან 12 საათამდე დაამასთან გავაორმაგოთ ქვეყნისსატრანსპორტო გამტარუნარიანობა, რაც,თავის მხრივ, საქართველოს აქცევსრეგიონში პრაქტიკულად უალტერნატივო,ყველაზე სწრაფ და ეფექტიან სატრანზიტოკვანძად. პარალელურად, აქტიურადვავითარებთ სამგზავრო მიმართულებას. ვახორციელებთ ახალი სამგზავრომატარებლების შეძენას, რაც მოგვცემსშესაძლებლობას გავაორმაგოთმგზავრთნაკადი და მგზავრობა გავხადოთუფრო სწრაფი, კომფორტული დათანამედროვე სტანდარტების შესაბამისი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, ბორჯომი–ბაკურიანისისტორიული სარკინიგზო ხაზისრეაბილიტაცია 2027 წლის ზამთარშიდასრულდება, რის შედეგადაც მოქალაქეებსადა ტურისტებს კვლავ ექნებათშესაძლებლობა ისარგებლონ „კუკუშკის“ უნიკალური მომსახურებით, რომელიცერთდროულად აერთიანებს სატრანსპორტო, კულტურულ და ტურისტულ მნიშვნელობას.

