„ბოლო ერთი წელი გარდამტეხი იყო საქართველოს რკინიგზისთვის - კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე.
მინისტრის განმარტებით, საქართველოსრკინიგზაში შემუშავდა კომპანიისგრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ეფუძნება სამ საკვანძომიმართულებას: ინფრასტრუქტურისგანვითარებას, სატვირთო გადაზიდვებისგაძლიერებას და სამგზავრო მიმართულებისმოდერნიზაციას.
„თითოეული მიმართულებაუზრუნველყოფილია დეტალურად გაწერილისამოქმედო გეგმებით და ერთიან სისტემაშიაერთიანებს ინფრასტრუქტურულ დაოპერაციულ განვითარებას, რაც ქმნისსაფუძველს კომპანიის ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანობისა და ფინანსურიმდგრადობის ზრდისთვის“, - აღნიშნა მარიამქვრივიშვილმა.
ერთი წლის განმავლობაში საქართველოსრკინიგზის ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა230 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო მისიწმინდა მოგება 30%-მდე გაიზარდა. იმავდროულად, მთავარი სარკინიგზო ხაზისგამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა, ქვეყნის გადაკვეთის დრო კი 20%-ით შემცირდა.
როგორ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანი პროგრესია გაციფრულებისმიმართულებითაც, ჩინეთთან, ყაზახეთთანდა აზერბაიჯანთან თანამშრომლობით 7.5-ჯერ შემცირდა სასაზღვრო პროცედურებისდრო.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, თბილისი–ბათუმისა და თბილისი–ახალციხისსარკინიგზო ხაზების სრული რეაბილიტაცია2026 წლის აგვისტოში დასრულდება, რისშედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებაროგორც სატვირთო, ისე სამგზავროგადაადგილება - ახალციხის მიმართულებითმგზავრობის დრო განახევრდება, ხოლობათუმამდე მგზავრობა დაახლოებით ოთხსაათამდე შემცირდება.

