"მოხარული ვარ, რომ საქართველოშივუმასპინძლე აზერბაიჯანის ეკონომიკისმინისტრსა და თურქეთის ვაჭრობისმინისტრს და მათთან ერთად რეგიონისეკონომიკური განვითარებისა დადაკავშირებადობის განმტკიცების საკითხებიგანვიხილეთ. საქართველოს მთავრობააცნობიერებს, თუ რა როლი აქვს ქვეყანასრეგიონში და მზად არის, იმოქმედოსროგორც კონსტრუქციულმა და საიმედოპარტნიორმა რეგიონული განვითარებისპროცესში. უწყვეტი ეკონომიკური პროგრესიაძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთროგორც ჩვენი ქვეყნის, ისე პარტნიორებისკეთილდღეობისთვის“, - განაცხადაეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმაწინანდალში მიმდინარე საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმზეგამხსნელი სიტყვით გამოსვლისას.
სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან წელსმეშვიდედ ტარდება და მასში თურქეთისა დააზერბაიჯანის მაღალი დონის დელეგაციებიმონაწილეობენ - თურქეთის დელეგაციასრესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერბოლატი ხელმძღვანელობს, ხოლოაზერბაიჯანის დელეგაციას - რესპუბლიკისეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი. ამასთან, ღონისძიებაში სამივე ქვეყნის 300-ზე მეტი წამყვანი კომპანიაა წარმოდგენილი. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ბიზნესფორუმი უნიკალური პლატფორმაასამმხრივ ფორმატში პარტნიორობისგასაძლიერებლად.
„ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიურითანამშრომლობა კვლავაცუმნიშვნელოვანესია ეკონომიკურიპარტნიორობის, კეთილდღეობისა დარეგიონული დაკავშირებადობისწინსვლისთვის და ეს მნიშვნელოვანიაროგორც უშუალოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, ისეფართო რეგიონისთვის. საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან 300-ზემეტი წამყვანი და მსხვილი კომპანიისმონაწილეობა ხაზს უსვამს კერძო სექტორისდიდ ინტერესს თანამშრომლობისგაღრმავებისა და ერთობლივიინიციატივების განხორციელების მიმართისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ფინანსები და ტურიზმი“, - განაცხადაეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრმა.
ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეებსსაშუალება აქვთ, ამომწურავი ინფორმაციამიიღონ ამ ქვეყნების ეკონომიკურიგანვითარების დინამიკის და ტენდენციების, სხვადასხვა სექტორული ბაზრის, ბიზნეს დასაინვესტიციო გარემოს, მიმდინარერეფორმების და რეგიონული მასშტაბისპროექტების შესახებ. ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა დამსწრესაზოგადოებას საქართველოს ეკონომიკურიზრდის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსშესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ბოლო წლების პროგრესზე დაკვირვებააჩვენებს, რომ საქართველო გლობალურადგამოირჩევა ძლიერი ეკონომიკური ზრდისტენდენციით და ბოლო 4 წლისგანმავლობაში საშუალო ეკონომიკურმაზრდამ 9,3%-ს მიაღწია. საერთაშორისოსავალუტო ფონდის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველო 2026-2030 წლებშიც შეინარჩუნებსმნიშვნელოვნად მაღალ საშუალოვადიანეკონომიკურ ზრდას 5,1%-ის მაჩვენებლით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში, სხვადასხვა სექტორშიაზერბაიჯანიდან და თურქეთიდან არაერთიბიზნესი აქტიურად საქმიანობს, რაც ხაზსუსვამს საქართველოს ღია და ხელსაყრელბიზნესგარემოს, ისევე, როგორციმედისმომცემ ეკონომიკურშესაძლებლობებს. მარიამ ქვრივიშვილმახაზი გაუსვა, რომ დღესდღეობითსაქართველოში თურქული კაპიტალით 2805-ზე მეტი, ხოლო აზერბაიჯანული კაპიტალით1660-ზე მეტი კომპანია ოპერირებს.
„ჩვენი მტკიცე პარტნიორობა მკაფიოდაისახება ვაჭრობასა და ინვესტიციებში - აზერბაიჯანი და თურქეთი სტაბილურადრჩებიან საქართველოს წამყვან სავაჭროპარტნიორებსა და მთავარ ინვესტორებსშორის. 2025 წელს თურქეთი იყოსაქართველოს ნომერ პირველი სავაჭროპარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანთან სავაჭრობრუნვა სიდიდით მე-7 ადგილზე იყო. ამავდროულად, აზერბაიჯანიდანსაქართველოში განხორციელებულმამთლიანმა ინვესტიციებმა 3,1 მილიარდ აშშდოლარს გადააჭარბა, ხოლო თურქეთიდანწლების განმავლობაში განხორციელებულიინვესტიციების მოცულობა 2,4 მილიარდ აშშდოლარზე მეტია“, - აღნიშნა მარიამქვრივიშვილმა.
ბიზნესფორუმის ორგანიზატორიასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტრო და საქართველოსსავაჭრო-სამრეწველო პალატა, თანაორგანიზატორები კი Azpromo (აზერბაიჯანის ექსპორტისა დაინვესტიციების სააგენტო) და Deik (თურქეთის საგარეო ეკონომიკურიურთიერთობების საბჭო).

