„დღეს საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება სახელმწიფოდ, სადაც ევროპა და აზია არამხოლოდ გეოგრაფიულად ხვდებიან ერთმანეთს, არამედ ეფექტიანადაც უკავშირდებიან“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოსგეოგრაფიული მდებარეობა აძლევსუნიკალურ შესაძლებლობას, თუმცა მისიეფექტიანი გამოყენება ქვეყნის შეგნებულიარჩევანია. მისივე შეფასებით, ბოლო ერთიწელი გარდამტეხი იყო საქართველოსრკინიგზისთვის - კომპანია გადავიდაგანვითარების ახალ ეტაპზე, სადაცეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგიპირველ ადგილზე დგას. მარიამქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესშირკინიგზა არის ის ხერხემალი, რომელზეცქვეყნის ეკონომიკური მომავალი, რეგიონულიროლი და გლობალური ინტეგრაცია დგას.
„ბოლო წლებში მსოფლიოში და ჩვენსრეგიონში განვითარებულმა მოვლენებმანათლად აჩვენა, თუ რამდენად მყიფეატრადიციული მარშრუტები. გაიზარდარისკები და გაჩნდა მოთხოვნა ახალ, სანდოდა პროგნოზირებად დერეფნებზე. სწორედამიტომ შუა დერეფანი გახდაგანსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სწორედამიტომაა საქართველოს მიმართ გაზრდილიინტერესი არა შემთხვევითი, არამედლოგიკური შედეგი, - განაცხადა მარიამქვრივიშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველო მზადარის, აიღოს პასუხისმგებლობა და იყოსსანდო პარტნიორი, რაც ქვეყნისთვისარამხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობა, არამედ სახელმწიფოებრივი ამოცანაა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაჩინეთთან. ერთობლივი ძალისხმევით შუადერეფანი აღარ არის მხოლოდ პერსპექტივა, არამედ ის ხდება რეალური და სულ უფროკონკურენტუნარიანი ალტერნატივაგლობალურ ვაჭრობაში“, - აღნიშნამინისტრმა.

