საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მე-7 ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისასეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებსშორის ენერგეტიკის სექტორშითანამშრომლობის და მის ფარგლებშიგანხორციელებული ფლაგმანი პროექტებისმნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ამკუთხით აქცენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიისგაზსადენის პროექტებზე გააკეთა.
„ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენირეგიონული პარტნიორობის კიდევ ერთიმთავარი საყრდენია და ჩვენს ქვეყნებსშორის ურთიერთობის ერთ-ერთუმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება. წლების განმავლობაში, ჩვენ ერთობლივადგანვახორციელეთ ნავთობისა და გაზისმაგისტრალური მილსადენების პროექტები, რომლებმაც გააძლიერა რეგიონულიენერგოუსაფრთხოება და გააღრმავა კავშირიჩვენს რეგიონსა და ევროპულ ბაზრებსშორის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზიგაუსვა ენერგეტიკული დაკავშირებადობისმომავალ, ფლაგმანურ პროექტებს, როგორებიცაა „მწვანე ენერგეტიკულიდერეფანი“ და „შავი ზღვის წყალქვეშაკაბელის პროექტი“. მარიამ ქვრივიშვილისშეფასებით, ეს პროექტები საქართველოსადა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზართანდააკავშირებს და კიდევ უფრო განამტკიცებსრეგიონისა და ევროკავშირისენერგოუსაფრთხოებას.
„თითოეული ეს პროექტი განიხილებარეგიონულ ჭრილში და დარწმუნებულნივართ, რომ მათი განვითარება ხელსშეუწყობს მთელი რეგიონის ეკონომიკურიმიმზიდველობის ზრდას. ამ მხრივ, ისეთპარტნიორებთან გაძლიერებულითანამშრომლობა, როგორებიცაა აზერბაიჯანიდა თურქეთი, კვლავაც უმნიშვნელოვანესია. მჯერა, რომ ჩვენი მთავრობების ძალისხმევადა საერთო სტრატეგიული მიზნები კიდევუფრო წინ წაიწევს ბიზნესებს შორის მჭიდროკოოპერაციითა და ამბიციური, ინოვაციურიინიციატივების განვითარებით, სადაც კერძოსექტორს გადამწყვეტი როლი ენიჭება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
წინანდალში მიმდინარე ფორუმზე სამიქვეყნის კერძო სექტორებისთანამშრომლობის საკითხები განიხილებასხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით. ფორუმში სამივე ქვეყნის 400-მდედელეგატი, მათ შორის 300-მდე მსხვილიკომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

