დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან.
მოწვევაც მივიღე - “სიგნალში”, მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ! - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
" ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი ნაციონალური მოძრაობის - ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს.
კარგად გამოკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული ნაცების მხარდაჭერაში.
ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის "ნაცმოსამართლე" და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ "ოცნების" რიგებში.
ამ ე.წ პარლამენტს არ ვაღიარებ!
ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, რომელიც ცდილობს იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს ჩემი სახელი, რისი მცდელობაც აგერ უკვე 5 წელი აქვთ.
სამწუხაროა, რომ "ოცნება" ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს იგონებს.
აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ.
ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!
P.S “ოცნების” პროპაგანდისტი ხელისუფლება ბოლო 5 წელია ცილისმწამებლურ ტყუილებს ავრცელებს ჩვენს წინააღმდეგ. სტარსბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში "ოცნების" მხრიდან ცილისწამებაზე.
დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!" - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტში შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხია ბიზნესზე ზემოქმედების ერთ-ერთი საქმის განხილვა, რომელიც შპს „მაგნატსა“ და მის მფლობელს, ჯემალ ლეონიძეს უკავშირდება.
როგორც ლეონიძის ჩვენებიდან ირკვევა, საქმის მთავარ მოქმედ პირთა შორის არიან „თიბისი ბანკის“ მფლობელები, ახლა უკვე პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
. მათ საგამოძიებო კომისიისგან შესაბამისი უწყებები გაეგზავნათ, რაც ავალდებულებთ კომისიის წინაშე წარდგნენ და საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებს უპასუხონ, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, აპირებენ თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
„ეს ბიზნესი მის მფლობელს ჩამოერთვა იძულების წესით და ამაში, როგორც მისი ჩვენებიდან ჩანს, მონაწილეობდნენ „თბს ბანკი“ და მისი მესვეურები. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მოუსმინოს თავად დაზარალებულ პირს, მოუსმინოს მის ადვოკატს.