„დამოუკიდებლობა - ეს არის საყოველთაო მონაპოვარი და იდეა, რომლის გარშემოც ყველა უნდა ვერთიანდებოდეთ პოლიტიკური გემოვნებისა თუ პრეფერენციების მიუხედავად, რადგან არის თემები, რომლის გარშემოც თუ არ გავერთიანდით, ვერ მივაღწევთ წარმატებებს დამოუკიდებლობის გზაზე“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, არც ერთ სხვა მიმართულებას არ სჭირდება საზოგადოების ისეთი კონსოლიდაცია,  როგორიც ქვეყნის დამოუკიდებლობას.

„ჩვენი დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ იყო ყოველთვის, როცა არ გვქონდა ერთობა. ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც ერთობის არარსებობა წარმოუდგენელი და უბრალოდ მიუღებელია - დემოკრატიული საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, რომ  ყველაფერზე შეიძლება ვიკამათოთ, გვქონდეს განსხვავებული იდეები, პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს, გვქონდეს კამათი, დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე და გვქონდეს მეტი წარმატება ამ დისკუსიიდან გამომდინარე, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლის გარშემოც არ შეიძლება იყოს კამათი და არ შეიძლება საზოგადოების გახლეჩა“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.