მალე დედამიწის თანამგზავრი მეცნიერული და კომერციული ამბიციების პოლიგონად იქცევა: მთვარის პოტენციურ ეკონომიკასა და გარემოს დაცვის საკითხებზე, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აქ 84 მისიაა დაგეგმილი. National Geographic საქართველოს ოქტომბრის ნომერი ვრცლად მოგვითხრობს „მთვარის დიდ ციებ-ცხელებაზე“.
ფოტოპროექტი რომლის ფარგლებშიც NASA-ს ასტრონავტი და National Geographic-ის ფოტოგრაფი ერთსა და იმავე ობიექტს სხვადასხვა პერსპექტივიდან იღებენ, დედამიწას ახლებურად გვიჩვენებს. უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის პატარა ილუსტრირებული სტატია იმ ხელოვნურ თანამგზავრებზე, რომლებიც დედამიწის ორბიტაზე დღემდე მოძრაობენ, ზოგიერთი მათგანი უკვე რელიქვიაა.
შემეცნებით ჟურნალში National Geographic საქართველო, ყოველთვიურად თავს იყრის: საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ტექნოლოგიური თუ სოციალურ- ეკონომიკური სიახლეები, მრავალფეროვანი თემები, ავტორთა სტატიები, უახლესი სამეცნიერო კვლევები, პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი უნიკალური კადრები.
ჟურნალის ოქტომბრის ნომერი გვიამბობს, თუ რას დაეძებდნენ იმპერატორ კლავდიუსის მმართველობის პერიოდში რომაელი ლეგიონერები. 2000 წლის შემდეგ ვიგებთ, რომ ისინი ძალიან ახლოს იყვნენ მდიდარი საბადოს აღმოჩენასთან. ეს იყო „დამარხული საგანძური, რომელსაც შეეძლო ისტორია შეეცვალა“.
ათეულობით წლის წინ ინდოეთის ბენგალურ ვეფხვებს გადაშენება ემუქრებოდათ. მათი რიცხვი თან და თან კვლავ გაიზარდა, თუმცა ამ წარმატებამ ახალი პრობლემა წარმოშვა, რომლის სასწრაფოდ გადაჭრა არსებითია ახალი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. დეტალებს სტატიაში „უჩვეულო ამბავი ვეფხვებისა, რომლებმაც ბეწვი გამოიცვალეს“ გაეცნობით.
ქართულ ენაზე National Geographic 2012 წლიდან სილქნეტის თანადგომით გამოიცემა. რედაქციისა და კომპანიის თანამშრომლობით, არაერთ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მათ შორისაა: შემეცნებითი ლექციები, თემატური პოდკასტები, რომლის ჩანაწერები უფასოდ ხელმისაწვდომია სილქნეტის პლატფორმებზე.
ექსკლუზიურ ფასად ჟურნალის შეძენა შესაძლებელია თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14; ასევე, სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, სპეციალურ ფასად მიიღებს ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.