ილონ მასკმა განაცხადა, რომ Neuralink-ს მესამე პაციენტი ჰყავს. მან ასევე დაამატა, რომ მისი კომპანია წელს ტვინის იმპლანტს კიდევ 30-მდე ადამიანს ჩაუდგამს.

"ჩვენ უკვე სამი პაციენტი გვყავს და ყველა იმპლანტანტი კარგად მუშაობს", — თქვა მან ინტერვიუს დროს ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე.

დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რაც Neuralink-მა პირველ პაციენტს ჩაუდგა იმპლანტანტი. მასკის თქმით, მას შემდეგ კომპანიამ კიდევ უფრო დახვეწა თავისი ტექნოლოგია, განაახლა რა მოწყობილობა მეტი ელექტროდებით და უფრო მაღალი გამტარუნარიანობით.

მესამე პაციენტზე მასკს მეტი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ბევრად მეტი ვიცით პირველ ორ პაციენტზე. მეორე პაციენტი — რომელსაც ზურგის ტვინის დაზიანება აქვს და იმპლანტანტი ჩაუდგეს გასულ ზაფხულს — თამაშობდა ვიდეო თამაშებს მოწყობილობის დახმარებით და სწავლობდა 3D დიზაინს. პირველმა პაციენტმა, რომელიც ასევე პარალიზებულია ზურგის ტვინის ტრავმის შემდეგ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ იმპლანტანტის გამოყენებით ვიდეო თამაშებს და ჭადრაკს თამაშობდა.