კომპანია „გეფერინი“ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მეხუთედ მონაწილეობს. 

„პირველივე წელი ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა და დავიწყეთ ჩინურ ბაზარზე პროდუქციის გაყიდვა. ყოველი ახალი გამოფენა ჩინეთში გვაძლევს შესაძლებლობას, განვავითაროთ კონტაქტები და გაყიდვები გავზარდოთ,“ - აცხადებს კომპანიის დაფუძნებელი და დირექტორი ილია გეფერიძე.

შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს პავილიონში 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო 1000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სამი საგამოფენო სივრცით არის წარმოდგენილი. ესენია: ეროვნული პავილიონი, საკვები და სასმელი პროდუქციის ზონა, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების განყოფილება. ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობა აქვთ გამოფენის ასეულობით ათას სტუმარს წარუდგინონ საკუთარი პროდუქცია და ახალი ბიზნეს კონტაქტები დაამყარონ.

გამოფენას ყოველწლიურად 150 ქვეყნიდან 200 000 ვიზიტორი სტუმრობს. გამოფენაში საქართველოს მონაწილეობას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უწევს ორგანიზებას. სააგენტოს პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო.

კომპანია „ღვინობისთვის“ წარმომადგენელი: ჩინეთი გამორჩეული ქვეყანა და საინტერესო ბაზარია ღვინის გაყიდვების მიმართულებით ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უწევს ორგანიზებას. საქართველოს ერთი პავილიონი მთლიანად აქვს დათმობილი სასურსათო პროდუქციას და ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, მათ შორის, ქართულ ღვინოს

კომპანია „ღვინობისთვე“/ნანობაშვილის მარანი ჩინეთის ბაზარზე კახეთში, სოფელ კარდენახში დამზადებული ბიო ღვინის გაყიდვას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორი თორნიკე ნანობაშვილი ამბობს, ჩინეთი გამორჩეული ქვეყანა და საინტერესო ბაზარია ღვინის გაყიდვების მიმართულებით. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ღვინო მაღალ შეფასებას დაიმსახურებს და წარმატებას მოუტანს ჩვენს კომპანიას და საქართველოს,“ - აღნიშნავს მეწარმე. გამოფენაზე საქართველო 1000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სამი საგამოფენო სივრცით არის წარმოდგენილი. ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობა აქვთ ასეულობით ათას სტუმარს წარუდგინონ საკუთარი პროდუქცია და ახალი ბიზნეს კონტაქტები დაამყარონ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო China International Import Expo (CIIE)-ზე უწყვეტად, უკვე მერვედ არის წარმოდგენილი. წელს საქართველო გამოფენის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ღონისძიებას ესწრება 40-მდე ქართული კომპანია. სააგენტოს პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო. გამოფენას ყოველწლიურად 150 ქვეყნიდან 200 000 ვიზიტორი სტუმრობს.