მიმდინარე წლის პირველ ნახევარში Газпром-მა თავისი არსებობის ისტორიაში რეკორდულად მცირე მოცულობის გაზი მოიპოვა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშშია საუბარი. 

გაზის ექსპორტის მონოპოლისტ კომპანიაში ამბობენ, რომ წლის პირველ ნახევარში მათ სულ 179 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვეს - ამგვარად წლიური მაჩვენებელი შესაძლოა 360 მილიარდს გაუტოლდეს - რაც 1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

იმავე პერიოდში გაზის მოპოვება თითქმის 25%-ით არის შემცირებული. მიზეზად კი "ზოგი ქვეყნის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმაა" დასახელებული.