National Geographic საქართველოს ივლისის ნომერი უახლეს სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებზე, ქარიზმატულ ფაუნაზე და მომთაბარე ფულანების შესახებ მოგვითხრობს.

აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებულ მასალებს National Geographic საქართველო ყოველ ახალ ნომერში უყრის თავს. ეს შემეცნებითი ჟურნალი აქტუალურ, საინტერესო, მრავალფეროვან თემატიკას პოპულარული ენით აღგვიწერს. ავტორთა სტატიები და პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი  კადრები ის სინთეზია, რომელსაც სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა პროფესიის მკითხველი ინტერესით ეცნობა. 

ქართულ ენაზე  National Geographic-ის უნიკალურ მასალებზე წვდომა 2012 წლიდან გახდა შესაძლებელი, როცა კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, ჟურნალის რედაქცია დაარსდა და საქართველო შეუერთდა სამეცნიერო საზოგადოების დიდ  პლატფორმას.  

დღეს National Geographic-ი 100-ზე მეტ ქვეყანაში, 25 ენაზე  ვრცელდება და მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.  

ივლისის ნომრის მთავარი სტატია   სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებს და ცხოველების მიერ გაწეულ სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებაზე მოგვითხრობს. ჟურნალის გარეკანზე გამოსახულ გოჭს შეუძლია ადამიანი სიკვდილისგან იხსნას, რაც ქსენოტრანსპლანტაციის შედეგად იქნა მიღწეული.  

რუბრიკა „თვალსაზრისი“ -  შობადობის კრიზისის მიღმა არსებულ დაბრკოლებებს შეეხება: რა უშლის ხელს მილიონობით ადამიანს, ჰყავდეს იმდენი შვილი, რამდენიც სურს?

აფრიკის მომთაბარე მეჯოგეები, ფულანები, ოცამდე ქვეყნის მკვიდრ ხალხთა ჯგუფს წარმოადგენენ,  რომლებიც მტკიცედ ინარჩუნებენ ცხოვრების ძირძველ წესს, თუმცა ახალ ეპოქასთან ფეხის ასაწყობად ტრადიციებსაც უცვლიან სახეს. გაეცანით სტატიას ამ საოცარ ხალხზე. 

ივლისის ნომერი პატივს მიაგებს ქარიზმატული ფაუნის წარმომადგენლებს, უფრო კი,  აუტსაიდერ ცხოველებს, რომლებიც ევოლუციამ სილამაზით  ნაკლებად დააჯილდოვა, სამაგიეროდ  სუპერძალებით აღჭურვა. 

სილქნეტი განაგრძნობს შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერას და საკუთარ მომხმარებლებს ჟურნალის გამოწერას სპეციალური ფასდაკლებით თავაზობს. მკითხველი ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მიიღებს. რედაქციას სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. 

ამასთან, სილქნეტის სხვადასხვა  პლატფორმაზე განთავსებულია შემეცნებითი ლექციები -  საინტერესო თემებით და გამორჩეული სპიკერებით. ასევე - საავტორო სტატიების პოდკასტები, რომელიც ჟურნალ National Geographic საქართველოსთვის შეიქმნა. ყველა ჩანაწერი ხელმისაწვდომია უფასოდ. 

ჟურნალ National Geographic საქართველოს ყოველ ახალ ნომერს დაინტერესებული მკითხველი ექსკლუზიურ ფასად  თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში შეიძენს: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14.