ევროკავშირი უკრაინის მაკროფინანსური მხარდაჭერის გრძელვადიან პაკეტზე მუშაობს, რომლის მოცულობაც ათობით მილიარდი დოლარი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, ამგვარი პაკეტი უკრაინას საკუთარ ფინანსებში მეტ თავდაჯერებას შესძენს, ხოლო დახმარებას უფრო სტაბილურს გახდის. გარდა ამისა იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ ინიციატივა მსგავსი ნაბიჯისკენ უბიძგებს აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს - აიღონ გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულება.

თუ იდეა ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას მოიპოვებს, რაც მაღალი ალბათობით მარტივი არ იქნება - ეს თანხები შესაძლოა გამოყენებული უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების ფორმატში, რომელიც მიმდინარე წელს 18 მილიარდ ევროს შეადგენს.

ამ ფონდში აკუმულირებული თანხები შესაძლოა ასევე მიმართული იყოს უკრაინის აღდგენის დაუყოვნებლივ საჭიროებებზე, რომელიც მხოლოდ წელს 14 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"უკრაინის საჭიროებები ნათელია, მათ დამატებითი გარანტიები სჭირდებათ. ეს ხანგრძლივი ბრძოლა იქნება, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ აქვთ უკრაინის დახმარების სურვილი",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.

FT-ის ინფორმაციით პირველადი გეგმა უკრაინის აღდგენის კონფერენციის დაწყებამდე მომზადდება, რომელიც 21-22 ივნისს ლონდონში აიღებს სტარტს.