სააგენტოს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 55 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 150 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 16  სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 4 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - გურიის,  11 - ქვემო ქართლის, 5 - კახეთის, მცხეთა-მთიანეთის - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 3, ხოლო 1 - შიდა ქართლის   სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.  

ამავე პერიოდში,  სამეგრელო ზემო-სვანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 2 ფაქტი. 

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეში,  ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 510 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1350  კუბური მეტრი შეადგინა.  ამავე პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების  56  ფაქტი.