საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრს, ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში.   

ხაზი გაესვა საქართველო-ყაზახეთის პარტნიორობას გლობალურ და რეგიონულ სატრანსპორტო ინიციატივებში (TITR, TRACECA, CARECA). განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარებასა და  ყაზახეთიდან, დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის ხელშეწყობაზე. ასევე განიხილეს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების განვითარების საკითხები.  დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციისა და საავტომობილო გადაზიდვების მიმართულებით. 

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.