„ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ არსებობდა, თუმცა შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების ფონზე, ქვეყნებს შორის ყოველწლიურად მგზავრთა სტაბილური ნაკადი ფიქსირდებოდა. ჩვენი შეფასებით, ახალი მიმართულების დამატება დროულად მოხდა, ვინაიდან ტურისტები სულ უფრო მეტად ეძებენ ახალ და განსხვავებულ გამოცდილებებს“ - ამის შესახებ Edelweiss-მა Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.
კომპანიის ცნობით, Edelweiss-ის სტრატეგიული მიზანია ახალი ტურისტული ბაზრების განვითარება.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვან რესურსებს ვუთმობთ შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების ზრდას. 2025 წლის აპრილში ახალი მიმართულების ამოქმედებისას, პირველ სეზონზე დაინიშნა კვირაში ორჯერ შესრულებული რეისები ციურიხსა და თბილისს შორის, აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე. ჩვენი მიზანია ფრენების სიხშირისა და სეზონის გახანგრძლივება, რაც უკვე ნაწილობრივ განხორციელდა - რეისები შესრულდა 2025–2026 წლების შობისა და ახალი წლის პერიოდში, ხოლო მომდევნო სეზონი მარტის დასაწყისში დაიწყება. 2026 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში სამ რეისამდე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიმედოვნებთ რომ შევძლებთ მთელი წლის განმავლობაში მომსახურების დამკვიდრებას და, შესაძლოა, მომავალში საქართველოს სხვა აეროპორტებიდან მომსახურებას. ამასთნ, მეზობელი ქვეყნების მიმართულებების დამატებას“, - აცხადებენ Edelweiss-ში.

