ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლების განმავლობაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და განახლება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
2021 წლიდან დღემდე ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში 23 სპორტული მოედანი მოეწყო და რეაბილიტირდა. კომბინირებული და კალათბურთის სტადიონები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აშენებული. სტადიონების გარშემო ასევე დამონტაჟებულია განათების ქსელი, ზოგან კი - გულშემატკივართა ტრიბუნები.
აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 044 482 ლარი დაიხარჯა.
გარდა ამისა, სხვადასხვა მისამართზე მოეწყო 7 ფიტნეს ზონა, სავარჯიშო ტრენაჟორებით. ფიტნეს ზონების მოსაწყობად 278 700 ლარი დაიხარჯა.