ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბანძელაძის ქუჩაზე საგზაო პროექტი მიმდინარეობს.
ქუჩაზე გრუნტის გზაა და გადაადგილება, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, წლების განმავლობაში პრობლემური იყო. პირველ ეტაპზე კომპანია GWP-ს მიერ მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, ამჟამად კი გზის საფარის განახლების სამუშაო დაიწყო. საგზაო პროექტი, დაახლოებით, 6500 კვ. მ ფართობს მოიცავს.
საგზაო პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ ახორციელებს. რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.