ბათუმის ცენტრალური სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით 5 წლის ვადით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.
შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ წინადადებებს 9 ივლისის 14:00-მდე მიიღებს.
სსიპ ,,ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განსაზღვრული, აუქციონის წლიური საწყისი ღირებულებაა 1 750 000 ₾.
მიმდინარე წელს, ისრაელის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი Maccabi Tel Aviv FC 2026/2027 წლების სეზონის UEFA-ს ევროტურნირების მატჩებს "ბათუმი არენაზე" ჩაატარებს.
მანამდე კი, ბათუმი არენამ (რომელსაც UEFA-ს უმაღლესი, IV კატეგორიის კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული) საერთაშორისო მასშტაბის არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა:
* UEFA-ს 21 წლამდელთა 5 მატჩი;
* მსოფლიოს რაგბის კავშირისა და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ჩატარებული არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული მატჩი.
* საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნა...
სამომავლოდ, არაერთ პრესტიჟულ მუსიკალურ ღონისძიებას ვგეგმავთ.
2021 წლის 23 ივლისს, ელექტრონული აუქციონით შერჩეულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სტადიონის კომერციულ სახელწოდებად "აჭარაბეთ არენა“ განისაზღვრა, 2026 წლის ივლისის ბოლოს იწურება. ახალი აუქციონის გამოცხადების გადაწყვეტილება, აღნიშნული ვადების და პროცესის უწყვეტობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
წესები და პირობები, საკონტაქტო და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://eauction.ge/Home/EntityAdminView/1288881

