ელექტროგადამცემი ქსელის აღჭურვილობის შესაძენად აშშ უკრაინას $53 მილიონს გამოუყოფს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დახმარების პაკეტში შედის სადისტრიბუციო ტრანსფორმატორები, ამომრთველები, დენის დამჭერები და სხვა.

"ეს აღჭურვილობა სასწრაფოდ გადაეცემა უკრაინას, რათა მათ ზამთარში გადარჩენაში დავეხმაროთ", — ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსეთი ოქტომბრიდან ყოველკვირეულად ახორციელებს მასშტაბურ თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

მიტანილი იერიშის შედეგად, უკრაინაში მილიონობით ადამიანი გათბობის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინის მაღალჩინოსნების და მსოფლიო ლიდერების განცხადებით, რუსეთი ზამთარს იყენებს როგორც იარაღს, და მშვიდობიანი მოსახლეობაზე მიმართ მიზანმიმართული თავდასხმები ომის დანაშაულია.